თემები
    KYC ვერიფიკაციის წარუმატებლობის საერთო მიზეზები და გადაჭრის გზები
    bybit2025-04-17 09:15:36

       

       

       

       

      როგორ შევამოწმო ჩემი KYC ვერიფიკაციის შედეგი

      თქვენი KYC ვერიფიკაციის დასრულების შემდეგ, Bybit Georgia გამოგიგზავნით KYC ვერიფიკაციის შედეგს შეტყობინების სახით ელ. ფოსტაზე. მანდვე შეგიძლიათ შეამოწმოთ უარის მიზეზი. გთხოვთ, არ უპასუხოთ მიღებულ შეტყობინებას, რადგან ეს არის სისტემის ავტომატურად გენერირებული ელ.წერილი.

       

      image.png

       

       

      ალტერნატიულად, შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი KYC ვერიფიკაციის შედეგი იდენტობის ვერიფიკაციის გვერდზე [?]  სიმბოლოზე დაჭერით.

       

      image.png

       

       

       

       

       

       

      ქვემოთ მოცემულია KYC ვერიფიკაციის წარუმატებლობის საერთო მიზეზები და გადაჭრის გზები: 


      უარყოფის მიზეზი 

      შესაძლო სცენარი/აღწერა

      გამოსავალი / რჩევები

      საჭირო დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემები

      არასწორი ID

      1. სისტემამ აღმოაჩინა, რომ პროფილზე მითითებული თქვენი სრული სახელი/დაბადების თარიღი არასწორია, გამოტოვებული ან წაუკითხავი.

      2. ატვირთული დოკუმენტი არ შეიცავს თქვენი სახის ფოტოს ან თქვენი სახის ფოტო კარგად არ ჩანს.

      3. ატვირთული პასპორტი არ შეიცავს თქვენს ხელმოწერას.

      1. თქვენი სრული სახელი, დაბადების თარიღი, და მოქმედების ვადის თარიღი კარგად უნდა ჩანდეს და მისი წაკითხვა შესაძლებელი უნდა იყოს.

      2. თქვენი სახის მახასიათებლები გარკვევით უნდა ჩანდეს.

      3. პასპორტის სურათს თუ ატვირთავთ, გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ პასპორტი მოიცავს თქვენს ხელმოწერას.

       

      მიღებულია იდენტობის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები:

      • პასპორტი

      • ეროვნული პირადობის მოწმობა

      • ბინადრობის ნებართვა

      • მართვის მოწმობა 

       

      მიუღებელია იდენტობის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები:

      • სტუდენტური ვიზა

      • სამუშაო ვიზა

      • სამოგზაურო ვიზა

      დოკუმენტის არასწორი ფოტო

      1. ატვირთული დოკუმენტების ხარისხი შეიძლება იყოს ბუნდოვანი, ამოჭრილი ან იდენტობის ინფორმაცია თქვენ მიერ დაფარული იყო.

      2. აიტვირთა იდენტობის ან მისამართის  დამადასტურებელი დოკუმენტების არარელევანტური ფოტოები.

      1. თქვენი სრული სახელი, დაბადების თარიღი, და მოქმედების ვადის თარიღი კარგად უნდა ჩანდეს და ასევე, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ დოკუმენტის ყველა კუთხე ნათლად არის ნაჩვენები.

      2. გთხოვთ, ხელახლა ატვირთოთ იდენტობის დამადასტურებელი ნებისმიერი მისაღები დოკუმენტი, როგორიცაა თქვენი პასპორტი, ეროვნული პირადობის მოწმობა ან მართვის მოწმობა.

      მისამართის არასწორი დამადასრუტებელი დოკუმენტი

      1. წარდგენილი მისამართის დამადასტურებელი საბუთი აჩვენებს სხვა პირის სახელს თქვენი სახელის ნაცვლად.

      2. თქვენ წარადგინეთ მიუღებელი დოკუმენტი მისამართის დასადასტურებლად.

      3. წარმოდგენილი საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელი საბუთი არის ქვეყნიდან, რომელშიც Bybit Georgia-ს სერვისი შეზღუდულია.

      1. თქვენი სახელი და სრული საცხოვრებელი მისამართი ნათლად უნდა ჩანდეს  დოკუმენტებზე.

      2. იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა, თქვენი მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს გამოშვებული ბოლო სამი თვის განმავლობაში. სამ თვეზე დიდხანს გამოშვებული დოკუმენტები უარყოფილი იქნება. 

       

      მიღებულია მისამართის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები:

      • იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს თქვენს სრულ სახელს და სრულ საცხოვრებელ მისამართს (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა ან ბინადრობის ნებართვა)

      • კომუნალური გადასახადები 

      • ბანკის ოფიციალური ამონაწერები

      • მთავრობის მიერ გაცემული საცხოვრებლის დადასტურების დოკუმენტი

      • ინტერნეტის/საკაბელო ტელევიზიის/სახლის სატელეფონო ხაზის გადასახადები

      • საგადასახადო დეკლარაციები/მუნიციპალური გადასახადის ქვითრები

       

      მიუღებელია მისამართის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები:

      • პირადობის მოწმობა/მართვის მოწმობა/პასპორტი 

      • მობილური ტელეფონის ამონაწერი

      • ქირის ხელშეკრულება

      • სადაზღვევო დოკუმენტი

      • სამედიცინო გადასახადები

      • საბანკო ტრანზაქციის ქვითრები

      • ბანკის ან კომპანიის რეფერალური წერილი

      • ხელით დაწერილი ყიდვის ინვოისი/ქვითარი

      • საზღვრის გადაკვეთის საშვები

      სკრინშოტი / არაორიგინალური დოკუმენტი

      1. სისტემაში აიტვირთა სქრინშოტი/სკანირების ასლი/დაბეჭდილი დოკუმენტი, რაც მიუღებელია.

      2. სისტემაში აიტვირთა ქაღალდის ასლი ორიგინალის ნაცვლად.

      3. სისტემაში აიტვირთა დოკუმენტების შავი და თეთრი ფოტოები.

      1. დარწმუნდით, რომ ატვირთული დოკუმენტი არის ორიგინალურ ფაილში/PDF ფორმატში.

      2. დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ ატვირთული ფოტო არ არის რედაქტირებული გამოსახულების დამუშავების პროგრამებით (Photoshop და ა.შ.) და არ არის სკრინშოტი.

      3. გთხოვთ, ატვირთოთ ფერადი დოკუმენტი/ფოტო.

      დოკუმენტს აკლია გვერდი 

      ატვირთული დოკუმენტების ზოგიერთი გვერდი არ არის წარმოდგენილი

      გთხოვთ, ატვირთოთ დოკუმენტის ახალი ფოტო ოთხივე კუთხით და ასევე დოკუმენტის წინა და უკანა მხარე. დარწმუნდით, რომ  დოკუმენტის გვერდი, სადაც მითითებულია მნიშვნელოვანი დეტალები, ასევე არის ატვირთული.

      დაზიანებული დოკუმენტი

      ატვირთული დოკუმენტის ხარისხი ცუდი ან დაზიანებულია.

      დარწმუნდით, რომ ინფორმაცია დოკუმენტზე ჩანს და იკითხება; არ არის დაზიანებული და ფოტო არ არის მბზინავი.

      ვადაგასული დოკუმენტი

      ატვირთულ იდენტობის დამადასტურებელ დოკუმენტს ვადა გაუვიდა.

      დარწმუნდით, რომ იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჯერ კიდევ მოქმედების ვადაშია და ვადაგასული არ არის.

      ამოუცნობი ენა

      დოკუმენტი ატვირთულია ენაზე, რომელიც არ არის მხარდაჭერილი,  როგორიცაა არაბული, სინჰალური, ბირმული და ა.შ. 

      გთხოვთ, ატვირთოთ სხვა დოკუმენტი ლათინური ასოებით ან თქვენი საერთაშორისო პასპორტი.

      სახის ამოცნობასთან დაკავშირებული პრობლემები

      სახე არ შეესაბამება / დოკუმენტი არ შეესაბამება სახის ამოცნობას

      1. სისტემაში აიტვირთა დოკუმენტი, რომელიც ეკუთვნის სხვა პირს, რის გამოც თქვენი სახე არ ემთხვევა დოკუმენტზე არსებულ ფოტოს, შესაბამისად იდენტობის დამადასტურებელი საბუთი მიუღებელია.

      2. სისტემამ ვერ შეძლო თქვენი სახის ამოცნობა დოკუმენტებს შორის ან თქვენი სახე არ ემთხვევა ფოტოს, შესაბამისად იდენტობის დამადასტურებელი საბუთი მიუღებელია..

      1. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ სახის მახასიათებლები ემთხვევა ატვირთულ დოკუმენტს და მისი მახასიათებლები ნათლად ჩანს. დარწმუნდით, რომ თქვენს დოკუმენტზე მითითებულია თქვენი სრული სახელი, დაბადების სრული თარიღი და ასევე ჩანს თქვენი სახის ნათელი ფოტო.

      2. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ სახის ამოცნობისას ჩარჩოში მხოლოდ ერთი ადამიანია.  სელფის შეუსაბამობა კატეგორიულად აკრძალულია.

      არასწორი სელფი

      1. სისტემის მიერ გამოვლენილი სახის სელფის ცუდი ხარისხი.

      2. სისტემამ ვერ განახორციელა თქვენი სახის სკანირება.

      1. გაიმეორეთ სახის ამოცნობის ვერიფიკაცია და მოერიდეთ რხევას ან ბნელ გარემოში ყოფნას.

      2. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ სახის ამოცნობის სწორ ინსტრუქციას მიჰყევით, ამისთის თქვენი სახე უნდა იყოს ცენტრში კამერის წინ და ნელა შემოატრიალეთ თავი წრეში ჩარჩოს გაყოლით.

      Bybit Georgia-ს წესებისა და პირობების დარღვევა

      ერთი და იგივე დოკუმენტით აღმოჩენილია რამდენიმე ანგარიში

      იგივე ID ინფორმაციით სისტემამ იპოვა სხვა ვერიფიცირებული Bybit Georgia-ს ანგარიში.

      გაცნობებთ, რომ Bybit Georgia საშუალებას აძლევს მხოლოდ ერთ ანგარიშს დაამუშავოს ვერიფიკაცია თითოეული ადამიანისთვის. გთხოვთ, შეინახოთ ადრე წარმატებით ვერიფიცირებული ანგარიში.

      არასწორი დოკუმენტის რამდენიმეჯერ ატვირთვა

      ატვირთვა უარყოფილია ფაილის გადაჭარბებული რაოდენობით ატვირთვის გამო.

      თუ თქვენი განაცხადი 24 საათის განმავლობაში ხუთჯერ იქნა უარყოფილი, ხელახლა ცდისთვის, გთხოვთ, დაელოდოთ კიდევ 24 საათი.

      ქვეყნები შეზღუდული სერვისით

      სისტემამ შენიშნა, რომ თქვენ ხართ რეგიონიდან ან ქვეყნიდან, რომელიც არ არის მხარდაჭერილი Bybit Georgia-ს მიერ. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ქვეყნები შეზღუდული სერვისით.

      თქვენ არ გაქვთ უფლება განახორციელოთ ვაჭრობა ან გამოიყენოთ სერვისები Bybit Georgia პლატფორმაზე.


      თუ გსურთ KYC შედეგის გასაჩივრება, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქეისი აქ.

      18 წლამდე ასაკის პირი

      სისტემამ შენიშნა, რომ თქვენ არ აკმაყოფილებთ ასაკობრივ მოთხოვნებს.

      18 წლამდე ასაკის პირებისთვის არ არის დაშვებული ვაჭრობა ან Bybit Georgia პლატფორმის გამოყენება. თუ გსურთ KYC შედეგის გასაჩივრება, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქეისი აქ.

       

       

       

       

       

      როგორ გავიარო ჩემი KYC ვერიფიკაცია ხელახლა

      თქვენი შემდეგი მცდელობის დაწყებამდე, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი მოთხოვნები და მოამზადოთ შესაბამისი დამხმარე დოკუმენტები.. მოამზადეთ თქვენი აღჭურვილობა და კამერა და დარწმუნდით, რომ ნათელ გარემოში ხართ. როდესაც ყველაფერი მზად არის, თქვენი KYC ხელახლა ვერიფიკაციის დააჭირეთ ღილაკს დაადასტურეთ ახლა.

       

      image.png

      image.png

       

       

      შენიშვნები:

      — თქვენ მიიღებთ თქვენს ბოლო KYC ვერიფიკაციის შედეგს ხელახლა გაგზავნიდან 15-20 წუთში.

      — თუ ელ.ფოსტაზე შეტყობინებას არ მიიღებთ, გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი უსარგებლო/სპამის ფოლდერი, რათა შეამოწმოთ, თუ არ მიგიღიათ ელ. წერილი მანდ. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ Bybit Georgia-ს დომენი თეთრ სიაში თქვენი ელ. ფოსტის პარამეტრებში. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: პრობლემების მოგვარება: ელ.ფოსტის ვერიფიკაციის კოდის მიღება შეუძლებელია.

      — თუ ვერ ნახეთ ჩვენგან ელ. წერილი თქვენს უსარგებლო/სპამის ფოლდერში, ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ თქვენი პროფილი არღვევს Bybit Georgia-ს მომსახურების პირობებს. ეს შეიძლება მოხდეს თუ სისტემაში შეინიშნა შეზღუდული ქვეყანა/რეგიონი, არასრულწლოვანთა ან რისკის პროფილი. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სხვა შეკითხვა, გთხოვთ, თავისუფლად დაუკავშირდეთ ჩვენს LiveChat-ის მხარდაჭერის გუნდს ან გამოგვიგზავნოთ ქეისი აქ. ჩვენ  რაც შეიძლება მალე დაგიბრუნდებით.

      Was it helpful?
      yesYesyesNo