თემები
    ხშირად დასმული კითხვები — ინდივიდუალური KYC
    bybit2025-04-17 09:24:39

    რა არის KYC?

    KYC (იცოდე შენი მომხმარებელი) ფინანსური მომსახურებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები მოითხოვს, რომ პროფესიონალებმა მიიღონ ზომები კლიენტის იდენტობის, შესაბამისობისა და დაკავშირებული რისკების ვერიფიკაციისთის, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ რისკი შესაბამის ანგარიშზე.




    რომელი პროდუქტებისთვის თუ სერვისისთვის სავალდებულოა Bybit Georgia-ზე ინდივიდუალური იდენტობის ვერიფიკაციის გავლა?

    იდენტობის ვერიფიკაციის მინიმუმ სტანდარტული დონე სავალდებულოა Bybit Georgia-ს ყველა პროდუქციის და მომსახურების გამოყენებისთვის. სხვადასხვა რეგიონის, პროდუქციის ან სერვისის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძლება დაგჭირდეთ ვერიფიკაციის უფრო მაღალი დონის გავლაც. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ KYC სხვადასხვა დონის სარგებელი.




    რა არის ჩემი დღიური გატანის ლიმიტები იდენტობის ვერიფიკაციის გავლის შემდეგ?

    გთხოვთ, იხილოთ თანხის განაღდების ლიმიტები თითოეული KYC დონისთვის ქვემოთ:

     

    VIP დონე

    არა KYC

    ინდივიდუალური ვერიფიკაცია (სტანდარტული)

    ინდივიდუალური ვერიფიკაცია (გაფართოებული)

    არა VIP

    დღიური გატანის ლიმიტი ≤ 20K USDT

     

    თვიური გატანის ლიმიტი ≤ 100K USDT

    დღიური ლიმიტი ≤ 1M USDT

    დღიური ლიმიტი ≤ 2 მილიონი USDT

    VIP 1

    დღიური ლიმიტი ≤ 6 მილიონი USDT

    VIP 2

    VIP 3

    VIP 4

    დღიური ლიმიტი ≤ 8 მილიონი USDT

    VIP 5

    დღიური ლიმიტი ≤ 10 მილიონი USDT

    უმაღლესი VIP

    დღიური ლიმიტი ≤ 12 მილიონი USDT

     

    შენიშვნა:

    — ყოველდღიური გატანის ლიმიტი განახლება ყოველ 12AM (შუაღამისას) UTC.

    — ყოველთვიური გატანის ლიმიტი განახლდება ყოველი თვის პირველ დღეს 12 საათზე (შუაღამისას) UTC-ზე.

    — არ არსებობს ყოველთვიური თანხის გატანის ლიმიტი მომხმარებლებისთვის, რომლებმაც გაიარეს იდენტობის ვერიფიკაციის სტანდარტული ან გაფართოებული დონე.

    —  ყველა ტოკენის გატანის ლიმიტი უნდა შეესაბამებოდეს USDT ექვივალენტის ღირებულებას.

    — გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ შეიძლება მოგიწიოთ KYC ვერიფიკაციის გავლა, სანამ Bybit Georgia დაადასტურებს თქვენს გატანის მოთხოვნას.

    — VIP მომხმარებლებს უფლება აქვთ ისარგებლონ გატანის უფრო მაღალი ლიმიტებით, რომლებიც თავიდან ავტომატურად წესდება, როგორც 1M სტანდარტული დონის KYC-სთვის და 2M გაფართოებული დონის KYC-ისთვის თქვენი ანგარიშისა და უსაფრთხოების პარამეტრებში. თუ გსურთ გაზარდოთ თანხის გატანის ლიმიტი, თქვენ მოგიწევთ ხელით შეცვალოთ თანხის გატანის ლიმიტი შემდეგი სახელმძღვანელოს მიხედვით.




    როგორ გავიარო KYC ინდივიდუალური ვერიფიკაცია?

    შეგიძლიათ მიმართოთ სტატიას როგორ გავიაროთ KYC ინდივიდუალური ვერიფიკაცია დეტალური სახელმძღვანელოსთვის.




    როგორ შემიძლია დავადასტურო KYC ჩემს ქვეანგარიშზე?

    KYC ვერიფიკაცია არ არის ხელმისაწვდომი ქვეანგარიშებისთვის, მხოლოდ მთავარ ანგარიშებს შეუძლიათ KYC-ის ვერიფიკაციის გავლა.




    როგორ იქნება გამოყენებული ჩემი პერსონალური ინფორმაცია?

    Bybit Georgia უზრუნველყოფს, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია იქნება დაშიფრული და დაცული კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოებისთვის, ის გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი იდენტობის ვერიფიკაციისთვის, რათა უკეთ მოგემსახუროთ. ის არ იქნება გაზიარებული და არც ხელახლა გამოიყენება რაიმე მარკეტინგისთვის.




    რატომ არის KYC მნიშვნელოვანი?

    1. უსაფრთხოება და ნორმატიული ნორმები: Bybit Georgia ცდილობს უზრუნველყოს უსაფრთხო სავაჭრო გარემო, რეგულატორული  მოთხოვნების შესაბამისად.

    2. არალეგალური ქმედებების თავიდან აცილება: გვეხმარება რაც შეიძლება ადრე თავიდან ავიცილოთ უკანონო ქმედებები და გამოვავლინოთ საეჭვო ქცევა.

    3. გაუმჯობესებული მომსახურების მიწოდება: მომხმარებლებს, რომლებიც გაივლიან ინდივიდუალურ KYC-ს, შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი ფიატის მომსახურებით და ყოველდღიური გატანისთვის უფრო მაღალი ლიმიტებით.

    4. წვდომა ექსკლუზიურ შეთავაზებებზე: მიიღეთ წვდომა ექსკლუზიურ აქციებსა და ღონისძიებებზე.

    5. უზრუნველყოს მოხერხებულობა და უსაფრთხოება: იმ შემთხვევაში, თუ დაგეკარგებათ პლატფორმაზე წვდომისთვის საჭირო მონაცემები, KYC-ით ვერიფიცირებული ანგარიში უზრუნველყოფს უფრო მარტივ პროცესს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ანგარიშის აღდგენაში.




    რა ინფორმაციაა საჭირო სტანდარტული და გაფართოებული ვერიფიკაციისთვის? 

    გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მოცემული ცხრილი თითოეული ვერიფიკაციის დონის დეტალებისთვის. ზოგიერთ რეგიონს შეიძლება დასჭირდეს დამატებითი ვერიფიკაციის გავლა, როგორც ეს ასახულია სპეციალური ვერიფიკაციის მოთხოვნაში.

     

     

    დადასტურება საჭიროა

    სტანდარტული 

    იდენტობის შეფასება, იდენტობის დამადასტურებელი საბუთი (POI)

    გაფართოებული

    მისამართის დამადასტურებელი საბუთი (POA)




    რამდენი დრო სჭირდება KYC-ის ვერიფიკაციის პროცესს?

    ზოგადად, KYC ვერიფიკაციის პროცესს დაახლოებით 15 წუთი სჭირდება. თუმცა, ინფორმაციის ვერიფიკაციის სირთულის გამო, ზოგჯერ KYC ვერიფიკაციას შეიძლება 48 საათამდე დასჭირდეს.




    რა უნდა გავაკეთო, თუ KYC ვერიფიკაციის პროცესი აღემატება 48 საათს?

    თუ რაიმე პრობლემა შეგექმნათ KYC ვერიფიკაციასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ  ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს  ქეისის გაგზავნით მითითებულ ბმულზე. ქეისის გაგზავნის შემდეგ, თქვენ მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას ელ. ფოსტაზე, რომელშიც მითითებული იქნება ქეისის ნომერი. შესაბამისი გუნდი დაგიკავშირდებათ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.




    Bybit Georgia-ზე KYC-ით ვერიფიციარებული რამდენიმე ანგარიშის ქონა შეიძლება?

    Bybit Georgia საშუალებას აძლევს მხოლოდ ერთი ანგარიშის ვერიფიცირებას თითო მომხმარებლისთვის. თუ გსურთ თქვენი KYC ვერიფიკაციის სხვა ანგარიშზე გადატანა, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს დამატებითი ინფორმაციისთვის.




    შემიძლია თუ არა სხვა სახელის გამოყენება სტანდარტული და გაფართოებული KYC-ის ვერიფიკაციისთვის?

    არა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ იგივე სახელი თქვენს სტანდარტულ და გაფართოებულ KYC-თან.




    რამდენჯერ შემიძლია ხელახლა წარვადგინო ჩემი KYC-ის ვერიფიკაცია, თუ ის უარყოფილია?

    შეგიძლიათ სცადოთ იდენტობის ვერიფიკაციის პროცესის გავლა დღეში ათჯერ. თუ 24 საათის განმავლობაში თქვენი განაცხადი ათზე მეტჯერ იქნა უარყოფილი, გთხოვთ, დაელოდოთ კიდევ 24 საათს განმეორებითი ცდისთვის.

     

     

     

    როგორ განსაზღვრავს KYC ვერიფიკაცია ქვეყნის შეზღუდვებს მომხმარებლებისთვის?

    შეზღუდვები განისაზღვრება ტრეიდერების ეროვნების საფუძველზე და არა მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ეს ზომა მიღებულია ნორმატიული რეგულაციების უზრუნვეყოფისთვის.




    შემიძლია შევცვალო ჩემი KYC-ის ინფორმაცია (იდენტურობის დამადასტურებელი და მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი) ვერიფიკაციის შემდეგ?

    დიახ, შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი KYC-ის ინფორმაცია, თუ აკმაყოფილებთ შემდეგ პირობებს:

    • თქვენი ანგარიში დადასტურებულია ინდივიდუალური KYC-ით

    • თქვენი ანგარიში არ არის ქვეანგარიში

    • თქვენი ანგარიში ამჟამად არ არის შეჩერებული ან შეზღუდული

    • თქვენი KYC არ არის  განახლებისა ან გადატანის პროცესში

    • თქვენი KYC არ განახლებულა ბოლო 180 დღის განმავლობაში

     

    თუ თქვენ აკმაყოფილებთ ამ პირობებს, შეგიძლიათ ეწვიოთ იდენტობის ვერიფიკაციის გვერდს და დააჭიროთ განახლების ღილაკს. განახლების პროცესს შეიძლება დასჭირდეს დაახლოებით ორი საათი.


    FAQ - Indiv KYC 01.png

     

     

     

    იდენტობის დამადასტურებელი რა სახის  დოკუმენტები მიიღება?

    Bybit Georgia იღებს მხოლოდ დოკუმენტს, რომელიც გაცემული იყო თქვენი წარმოშობის ქვეყნის მიერ. ის უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ფოტო, სახელი, დაბადების თარიღი, დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი. ასეთი დოკუმენტებია: პასპორტი, პირადობის მოწმობა, ბინადრობის ნებართვა და მართვის მოწმობა. შიდა პასპორტი, სტუდენტური ვიზა, სამუშაო ვიზა ან სამოგზაურო ვიზა არ მიიღება. 




    შემიძლია წარვადგინო ჩემი იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტების ელექტრონული ასლები KYC ვერიფიკაციისთვის?

    არა, მიიღება მხოლოდ ფიზიკური დოკუმენტები KYC ვერიფიკაციისთვის. არ მიიღება ელექტრონული ასლები ან დასკანირებული სურათები.




    მისამართის რა ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტები მიიღება?

    Bybit Georgia-ს მიერ მიღებული მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტებია:

    1. იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელზეც ასახულია თქვენი სრული სახელი და საცხოვრებელი მისამართი (ეროვნული ID, საერთაშორისო პასპორტი, მართვის მოწმობა ან ბინადრობის ნებართვა)

    2. კომუნალური გადასახადები 

    3. საბანკო ოფიციალური ამონაწერები

    4. მთავრობის მიერ  გაცემული საცხოვრებლის დამადასტურებელი საბუთი

    5. ინტერნეტის/საკაბელო ტელევიზიის/სახლის სატელეფონო ხაზის გადასახადები

    6. საგადასახადო დეკლარაციები

    7. საბჭოს საგადასახადო ანგარიშები

    8. სახელმწიფოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობები და ა.შ.

     

    იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა, თქვენი მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს დათარიღებული ბოლო სამი თვის განმავლობაში. დოკუმენტი, რომელიც გაცემული იყო სამ თვეზე მეტი ხნის წინ, უარყოფილი იქნება. 

     

    მისამართის დამადასტურებლად Bybit Georgia არ იღებს შემდეგი ტიპის დოკუმენტებს:

    1. შიდა პასპორტი

    2. მობილური ტელეფონის ამონაწერი

    3. სადაზღვევო დოკუმენტი

    4. სამედიცინო გადასახადები

    5. საბანკო ტრანზაქციის ქვითარი

    6. ბანკის ან კომპანიის რეფერალური წერილი

    7. ხელით გაცემული ინვოისი/ქვითარი

    8. საზღვრის გადაკვეთის საშვები




    რა არის ვერიფიკაციის წარუმატებლობის ხშირი მიზეზები?

    აქ არის რამოდენიმე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ვერიფიკაცია შეიძლება წარუმატებელი იყოს (ეს არ არის სრული სია):

    1. სისტემამ შენიშნა სხვა ვერიფიცირებული ანგარიშები იგივე ID ინფორმაციით. გაცნობებთ, რომ Bybit Georgia საშუალებას აძლევს მხოლოდ ერთი ანგარიშის ვერიფიცირებას თითო მომხმარებლისთვის.

    2. სახის ამოცნობა ვერ მოხერხდა. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი სახე მოთავსებულია ჩარჩოში.

    3. იდენტობის მოწმობის ამოცნობა ვერ მოხერხდა. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ორიგინალური იდენტობის მოწმობა ნათლად ჩანს; გადაჭარბებული ექსპოზიცია, ანარეკლი ან არასრული სურათი შეიძლება წარუმატებლობის მიზეზი გახდეს.

    4. სკრინშოტი/სკანირების ასლი მიუღებელია. გთხოვთ, ატვირთოთ ორიგინალი დოკუმენტი და ხელახლა გაგზავნოთ.

    5. არასწორი დოკუმენტი. გთხოვთ, ხელახლა გაგზავნოთ დამადასტურებელი დოკუმენტი ვერიფიკაციის სახელმძღვანელოს გამოყენებით, რომელიც ნაჩვენებია ვერიფიკაციის გვერდზე.

    6. თქვენი პროფილი არღვევს Bybit Georgia-ს მომსახურების პირობებს, მაგალითად, ხართ 18 წლამდე ასაკის, ან შესაძლოა იყოთ ქვეყნებიდან, რომელშიც ჩვენი სერვისი შეზღუდულია. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ წაიკითხეთ ჩვენი მომსახურების პირობები.




    ბიზნესის KYC ვერიფიკაციაზე დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ  ხშირად დასმული კითხვები — ბიზნესის KYC-ის გვერდზე.

    Was it helpful?
    yesYesyesNo