თემები
    როგორ დავუკავშიროთ ანგარიშს 2FA Google აუტენტიფიკატორის მეშვეობით?
    bybit2025-04-09 17:33:49
    აპლიკაციაშისაიტზე

    მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

    1) რეკომენდირებულია თქვენი აღდგენის ფრაზის (RKP) ასლის უსაფრთხოდ შენახვა. RKP საჭიროა, როცა ცდილობთ ახალ Google აუტენტიფიკატორთან დაკავშირებას.

    2) ანგარიშის და აქტივების მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, Bybit Georgia მოუწოდებს ყველა ტრეიდერს, რომ მათი 2FA ყოველთვის იყოს მიბმული Google აუტენტიფიკატორთან.

     

     

     

    ნაბიჯი 1: გახსენით Bybit Georgia აპი. ქვედა მარცხენა კუთხეში აირჩიეთ მთავარი. შემდეგ აირჩიეთ პროფილი ზედა მარცხენა კუთხიდან. აირჩიეთ უსაფრთხოება.

     
    Bind 2fa 01.png
     
     
     
     
     
    ნაბიჯი 2: Google აუტენტიფიკატორის გვერდით, გადართეთ თეთრი წრიული გადამრთველი მარჯვნივ.
     
    Bind 2fa 02.png
     
     
     
     
     
    ნაბიჯი 3: შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართის ან მობილურის ნომერზე გაგზავნილი ელ.ფოსტის/SMS დამადასტურებელი კოდი. აპლიკაცია ავტომატურად გადაგამისამართებთ შემდეგ გვერდზე.
     
    Bind 2fa 03.png

     

     

     

     

     

    ნაბიჯი 4: ჩამოტვირთეთ ოფიციალური Google Authenticator აპი Google Play Store ან Apple App Store-იდან. მას შემდეგ რაც მას გადმოწერთ, დააჭირეთ ღილაკს  გაგრძელება.

     

    Bind 2fa 04.png 
     
     
     
     
     
    ნაბიჯი 5: ჩაწერეთ აღდგენის ფრაზა (RKP) და და შეინახეთ იგი უსაფრთხოდ – დაშიფრულ cloud სერვერზე ან სხვა დაცულ მოწყობილობაზე. დააჭირეთ გასაღების დაკოპირება.
     
    Bind 2fa 05.png
     
     
     
     
     

    ნაბიჯი 6: გახსენით Google აუტენტიფიკატორის აპლიკაცია თქვენს სმარტფონზე ან ტაბლეტზე. დააჭირეთ + ღილაკს და აირჩიეთ Enter a setup key (დაყენების გასაღების შეყვანა).

     

     

     

     

     

    ნაბიჯი 7: ჩაწერეთ ნებისმიერი უნიკალური სახელი (მაგ. Bybit Georgia - შემდეგ თქვენი რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტის მისამართი), ჩასვით დაკოპირებული გასაღები გასაღების ცარიელ ველში და დააჭირეთ დამატება-ს. 6-ნიშნა კოდი წარმატებით იქნებაგენერირებული თქვენს Google აუტენტიფიკატორში.

     

     

     

     

     

    ნაბიჯი 8: დაბრუნდით თქვენს Bybit Georgia აპლიკაციაში, აირჩიეთ შემდეგი.
     
    Bind 2fa 05.png
     
                 
     
     
                                  
    ნაბიჯი 9: შეიყვანეთ თქვენს Google აუტენტიფიკატორში გენერირებული 6-ნიშნა კოდი და დააჭირეთ ღილაკს დადასტურება.
     
    Bind 2fa 06.png
     
     
    თქვენ წარმატებით დააკავშირეთ თქვენი Google აუტენტიფიკატორი თქვენს ანგარიშთან.
    Was it helpful?
    yesYesyesNo