თემები
    როგორ შეგიძლიათ აღადგინოთ თქვენი Google აუტენტიფიკაციის კოდი
    bybit2025-04-17 07:17:53
    აპლიკაციაშისაიტზე

    Google აუტენტიფიკატორზე წვდომის შეუძლებლობის საერთო მიზეზები

    1) სმარტფონის დაკარგვა

    2) სმარტფონის გაუმართაობა (ჩართვის წარუმატებელი მცდელობები, წყლით დაზიანება და ა.შ.) 

     

     

     

    გამოსავალი 1:

    სცადეთ იპოვოთ თქვენი აღდგენის ძირითადი ფრაზა (RKP). ამის გაკეთება თუ მოახერხეთ, გთხოვთ, მიმართოთ ამ სახელმძღვანელოს. მანდ ნახავთ ინფორმაციას თუ როგორ უნდა დაუკავშიროთ ხელახლა Google აუტენტიფიკატორი თქვენს ახალ სმარტფონზე თქვენი RKP-ის გამოყენებით. 

    • უსაფრთხოების მიზეზების გამო, Bybit Georgia არ შეინახავს თქვენი ანგარიშის აღდგენის ძირითად ფრაზას

    • აღდგენის ძირითადი ფრაზა წარმოდგენილია QR კოდით ან ალფაციფრული ასოების სტრიქონში. ის ნაჩვენები იქნება მხოლოდ ერთხელ თქვენი Google აუტენტიფიკაციის დაკავშირების დროს. იხილეთ ეკრანის სურათი ქვემოთ.

     

    image.png

     

     

     

     

     

    გამოსავალი 2:

    თუ არ გაქვთ თქვენი RKP, Bybit Georgia დაგეხმარებათ Google აუტენტიფიკაციის გამორთვაში. გთხოვთ, მიჰყევით ნაბიჯებს, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ. 

     

     

    ნაბიჯი 1: გთხოვთ, შეხვიდეთ Bybit Georgia-ს აპლიკაციაში, შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი/მობილური ნომერი და ანგარიშის შესვლის პაროლი. დეტალების შეყვანის მერე დააჭირეთ გაგრძელების ღილაკს შემდეგ გვერდზე გადასასვლელად. 

     

    image.png

     

     

     

     

     

    ნაბიჯი 2: დააჭირეთ გადამოწმებასთან დაკავშირებული პრობლემები.

     

    image.png

     

     

     

     

     

    ნაბიჯი 3: დამადასტურებელი კოდი გაიგზავნება თქვენ მიერ რეგისტრირებულ ელ. ფოსტის მისამართზე და მობილურ ნომერზე. გთხოვთ შეიყვანოთ კოდი და დააჭიროთ დადასტურების ღილაკს.

     

    image.png

     

    შენიშვნები:

    — თუ ვერ მიიღებთ ვერიფიკაციის კოდს ელექტრონულ ფოსტაზე, გთხოვთ მიმართოთ პრობლემების მოგვარება: ელ.ფოსტაზე დამადასტურებელი კოდის მიღება შეუძლებელია.

    — თუ ვერ მიიღებთ ვერიფიკაციის კოდს SMS-ით, გთხოვთ მიმართოთ პრობლემების მოგვარება: SMS დამადასტურებელი კოდის მიღება შეუძლებელია.

     

     

     

     

     

    ნაბიჯი 4: სწორი კოდის შეყვანის შემდეგ, თქვენ წარმატებით გამორთავთ Google აუტენტიფიკატორს.

     

    image.png

     

     

    საჭიროების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ვერიფიკაცია.  დეტალური ინსტრუქციებისთვის, გთხოვთ, მიმართოთ შეტყობინებას, რომელსაც მიიღებთ თქვენ მიერ რეგისტრირებულ ელ. ფოსტის მისამართზე. 

     

    გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი ანგარიშის რეგისტრირებული ელ. ფოსტის ან საკონტაქტო ელ.ფოსტის მისამართი (თუ მხოლოდ მობილური ნომრით ხართ დარეგისტრირებული), შემდგომი დახმარებისთვის ჩვენი მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი დაგიკავშირდებათ ელ. ფოსტით 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში.

     

    image.png

     

     

    წარდგენის დადასტურების შემდეგ, თქვენ მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას ელ.ფოსტის მისამართზე თქვენი ქეისის ნომრით. ჩვენი მომხმარებელთა დახმარების გუნდი დაგიკავშირდებათ 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში. გთხოვთ, ხელახლა გაგზავნოთ მოთხოვნა მხოლოდ სამი სამუშაო დღის შემდეგ.

     

    image.png

     

     

    მომხმარებლებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ვერიფიკაციის კოდის მიღება Google აუტენტიფიკატორის კოდის აღსადგენად, მობილური ნომრის ან ელ.ფოსტის მისამართის მუდმივი დაკარგვის გამო, გთხოვთ, ხელით გაგზავნოთ მოთხოვნა ამ ბმულზე გადასვლით. თქვენ მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას ელ.ფოსტის მისამართზე თქვენი ქეისის ნომრით და ჩვენი მომხმარებელთა დახმარების გუნდი დაგიკავშირდებათ 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში.

    Was it helpful?
    yesYesyesNo